19 აპრილი 2024,   05:48
ვრცლად
დეფექტები, რომელიც დაკავშირებულია არჩევნებთან - ფინანსები და სამართლებრივი ჩარჩოები - ეუთო

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ საპრეზიდენტო არჩევნები შეაჯამა. მისიის შეფასებით, საერთო ჯამში, ამომრჩეველმა პოზიციის დაფიქსირება შეძლო.

ეუთოს დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნების პერიოდში გამოიკვეთა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები.

„მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ დეფექტები, რომელიც დაკავშირებულია არჩევნებთან - ფინანსები და სამართლებრივი ჩარჩოები. იმედია, რომ ხალხი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურში,“ - აღნიშნა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა.

დამკვირვებლების თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში იყო ხარვეზები, რომელიც ე.წ. ტექნიკური კანდიდატებს შეეხება.

„ჩვენმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ კენჭისყრა იყო უზადო და კარგად ორგანიზებული. ამომრჩევლებს შეეძლოთ, შეუზღუდავად გამოეხატათ თავისი ნება. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, აღინიშნა, რომ მაღალი იყო ხარჯები როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებით, ასევე კერძო დაფინანსებით. ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც სიღარიბის მაღალი დონეა. ჩვენთან ასევე აღინიშნა საკმაოდ დიდი რაოდენობა ე.წ. ტექნიკური კანდიდატების, რომლებიც სხვა კანდიდატების სახელით და სასარგებლოდ იყენებდნენ სამაუწყებლო ეთერს და დაფინანსებას, რაც რა თქმა უნდა, ძირს უთხრის ნდობას დემოკრატიული საარჩევნო პროცესს,“ - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრეი ჰანკომ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა დარღვევები, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ასევე გამოიკვეთა ახალი ტიპის დარღვევები.

„ჩვენი ანგარიში აღნიშნავს, რამდენიმე სერიოზულ მაგალითს, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებას, სახელმწიფო მოხელეთა მიერ კამპანიის ჩატარებას და არაბალანსირებულ დაფინანსებას, ცრუ დამკვირვებლების გამოყენება და ე.წ. ტექნიკური კანდიდატები, ესეც დემოკრატიის დამახინჯებაა. გარდა ამისა, ჩვენ ახალი უარყოფითი პროცესებიც შევამჩნიეთ, რომელიც მანამდე არ ჩანდა - ვერბალური, სიტყვიერი თავდასხმები არასამთავრობოების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში დიდ კონტრასტს წარმოადგენს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან,“ - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მეორე ტურსაც დააკვირდებიან. 

დღის ამბები