20 აპრილი 2024,   16:33
ვრცლად
შოკისმომგვრელი ვიდეო -11 წლის მოზარდმა ბასრი იარაღით ხელები დაისერა, ოჯახი ბავშვის ქმედებას ე.წ. ლურჯ ვეშაპს უკავშირებს

შოკისმომგვრელი ვიდეო დახურულ ვირტუალურ ჯგუფში - 11 წლის მოზარდი თვითდაზიანებების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ დავალებების შესრულების მეათე საფეხურზეა.

11 წლის მოზარდმა ბასრი იარაღით ხელები ჩართული კამერის წინ დაისერა. დახურულ ჯგუფში ვიდეოსთან ერთად გაავრცელა თვითდაზიანებების ამსახველი ფოტოებიც, სადაც ჩანს, რომ მას მკლავებზე ჯვრის ფორმის ჭრილობები აქვს.

სკოლაში, სადაც 11 წლის მოზარდი სწავლობს, ერთ-ერთ ვერსიად სახიფათო ინტერნეტ თამაშს - ე.წ. ლურჯ ვეშაპს განიხილავენ.

სახიფათო ინტერნეტ თამაშის ვერსიას სკოლის ხელმძღვანელობა არ ადასტურებს. სკოლის დირექტორი ბავშვის ქცევის მიზეზად ოჯახურ პრობლემებს ასახელებს. მისი განცხადებით, გამომძიებლებმა, რომლებიც 11 წლის მოსწავლის საქმეს იძიებენ, მის პირად ნივთებსა და მობილურ ტელეფონში საეჭვო ვერაფერი იპოვეს.

სკოლის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, ინტერნეტ თამაშის ვერსიას მოსწავლის ოჯახი არ გამორიცხავს. მოზარდის დედა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მისი შვილი გარშემომყოფებთან კომუნიკაციას ერიდება და მიზეზებზე სახლში არ საუბრობს.

ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აცხადებენ, რომ სახიფათო ინტერნეტ თამაშის სავარაუდო მსხვერპლთა ოჯახებს მათთვის არაერთხელ მიუმართავთ.

ფსიქოლოგები და ბავშვების უფლებებზე მომუშავე სპეციალისტები პრევენციაზე პასუხისმგებლობას ბავშვების ოჯახთან ერთად საგამოძიებო უწყებებს და განათლების სამინისტროს აკისრებენ.

11 წლის მოზარდის საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა რა ვერსიაზე მუშაობს შსს, ამაზე სამინისტროში განმარტებებს არ აკეთებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები