20 აპრილი 2024,   09:54
ვრცლად
მაშველებმა ინდონეზიის სანაპიროსთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთი იპოვეს

მაშველებმა ინდონეზიის სანაპიროსთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთი იპოვეს. მყვინთავებმა, რომლებიც ინტენსიურ სამძებრო სამუშაოებში უკვე მესამე დღეა მონაწილეობენ, თვითმფრინავის საბორტო ჩანაწერები სპეციალური აპარატურის მეშვეობით აღმოაჩინეს.

შავი ყუთი უკვე ამოიტანეს წყლის ზედაპირზე. სპეციალისტების განცხადებით, მონაცემების გადმოტვირთვას სამი კვირა, მათ შესწავლას კი 6 თვე დასჭირდება.

თვითმფრინავმა კატასტროფა 29 ოქტომბერს განიცადა. ლაინერი ჯაკარტის აეროპორტის დატოვებიდან 15 წუთში ზღვაში ჩავარდა. კატასტროფას 189 ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები