18 აპრილი 2024,   07:21
ვრცლად
ერთობის განწყობამ საკმაოდ მოიკოჭლა - გიორგი ვოლსკი მმართველ გუნდზე

„გამოგიტყდებით, ერთობის განწყობამ საკმაოდ მოიკოჭლა, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში,“ - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვის შეფასებისას გააკეთა.

ვოლსკის თქმით, ივანიშვილის დღევანდელი ვიდეომიმართვის პათოსი მნიშვნელოვანია, რადგან თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ „ოცნებაში“ პრობლემები გაჩნდა.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სწორედ გუნდში არსებული ხარვეზების გამო მოხდა.  

„არ გავყოფდი ასე ძველი გვარდია, ახალი გვარდია, სახელებით და გვარებით, გავყოფდი პათოსით, ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა თავის განცხადებაში გამოხატა. გამოგიტყდებით, ერთობის განწყობამ საკმაოდ მოიკოჭლა, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, სამეურვეო ნაწილი არის თუ პარტიული ნაწილი, მაგრამ მართვის სისტემა საკმაოდ შეირყა და ფაქტობრივად, 2017 წლის არჩევნების შემდეგ პარტიაც პრაქტიკულად, აღარ ჩანს ასპარეზზე. მართვის ვერტიკალი არის მოშლილი და ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ ასპარეზზე რამდენიმე თვის წინ გარდა პოზიტივისა, იმის მომასწავლებელიც იყო, რომ ამ ხარვეზებს მძლავრი მუშაობა სჭირდება,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ექსპრემიერის ვიდეომიმართვა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა, სადაც ივანიშვილის ამომრჩეველს მხარდაჭერას სთხოვს და ამბობს, რომ მოსახლეობის პრეტენზიების „ქართული ოცნების“ მიმართ სამართლიანია.

6-წუთიან მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი ძირითად დროს ოპონენტების კრიტიკას უთმობს და აცხადებს, რომ არ შეიძლება ქვეყანა "ნაციონალურ მოძრაობას" დაუთმონ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები