24 აპრილი 2024,   18:41
ვრცლად
საფრანგეთის ქალაქ მარსელში ორი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

საფრანგეთის ქალაქ მარსელში ორი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევა ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ძველი პორტის მახლობლად მოხდა.

ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შენობებს, რომლიდანაც, გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი ავარიული იყო, საერთო კედელი ჰქონდათ.

მომხდარის შემდეგ სამაშველო ჯგუფებმა ადგილობრივი ოჯახების ევაკუაცია განახორციელეს.

მოსახლეობას ქალაქის მერიაც მოუწოდებს, რომ თავი აარიდოს შემთხვევის ადგილს, რადგან ჩამონგრევა გვერდით მდებარე მესამე შენობასაც ემუქრება. 

დღის ამბები