24 აპრილი 2024,   21:42
ვრცლად
თურქეთი ირანის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების შესრულებას არ აპირებს

თურქეთი ირანის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების შესრულებას არ აპირებს.

განცხადება რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გააკეთა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონის მიერ განახლებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის ნორმებს და ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ბალანსის დარღვევას ემსახურება.

ანკარაში მიაჩნიათ, რომ თეირანის იზოლაცია მსოფლიო წესრიგს საფრთხეს შეუქმნის. ამავე პოზიციას იზიარებს ევროკავშირიც.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკული სანქციები დაანგრევს ირანის ეკონომიკას, რაც თავის მხრივ რადიკალურ ძალებს წაახალისებს და რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

ბერლინში აცხადებენ, რომ ევროკავშირი სანქციებს არ შეუერთდება და ირანთან სავაჭრო ურთიერთობების შესანარჩუნებლად გზების ძიებას გააგრძელებს.

დღის ამბები