19 აპრილი 2024,   15:14
ვრცლად
ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა და პანიკა მოსახლეობაში - ეკონომისტები ლარის გაუფასურების მიზეზებს ასახელებენ

ლარის კურსის ვარდნის მთავარ მიზეზად ეკონომიკური ექსპერტები ბიუჯეტის არასწორ მართვასა და მის არამიზნობრივ ხარჯვას ასახელებენ. სპეციალისტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ საკმაოდ მძიმე ვითარების გამო ხელისუფლებას ეკონომიკური ჩიხიდან გამოყვანის გეგმა საერთოდ არ გააჩნია და მმართველ გუნდს რეკომენდაციებით მიმართავენ. 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება უკვე ორ ლარსა და 75 თეთრზე მეტია; ევრო კი თითქმის 3 ლარი და 14 თეთრია.

"პირველი მიზეზი არის, ის რომ ხელისუფლება კვლავ არათანაბრად ხარჯავს ბიუჯეტს და ეს გარდაუვალი იყო, რადგანაც არასწორად დაგეგმეს და ჩვენ ვხედავთ, რომ რამოდენიმე ასეული მილიონი აქვთ დასახარჯი უკანასკნელი თვეების მანძილზე. მეორე მიზეზი ეს არის ის მოლოდინები, რაც იქმნება ქვეყანაში ზოგადად, პანიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია თავი გაართვას იმ გამოწვევებს რა გამოწვევებიც არის და შესაბამისად მათ შორის ინვესტორები და უბრალო მოქალაქეებიც ამ ყველაფერს ხედავენ. გამოსავალი ეს არის ცოტა გრძელვადიანი, რაც გულისხმობს იმას, რომ მთლიანად უნდა შეიცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა,"-აცხადებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.

დღის ამბები