19 აპრილი 2024,   07:31
ვრცლად
"ნახონ სხვა ადგილი" - კახა კალაძე შვილმოკლულ მამებს რუსთაველის გამზირიდან გაყვანით ემუქრება

კახა კალაძე შვილმოკლულ მამებს რუსთაველის გამზირიდან გაყვანით ემუქრება. თბილისის მერის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ 7 დეკემბრიდან საახალწლო სამზადისი უნდა დაიწყოს და მერია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

კალაძის თქმით, შვილმოკლულ მამებს შეუძლია, თბილისში სხვა ადგილი მოძებნონ და აქცია იქ განაგრძონ.

„მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას. ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია დავარქვათ ამას, თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა, ჩვენც კანონის თანახმად, განვუმარტეთ მათ და მივწერეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება, მათ აქვთ შესაძლებლობა, ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. კანონი ყველასთვის არის მარტივი გამოსავალი,“- განაცხადა კახა კალაძემ.

გაფრთხილება თბილისის მერიისგან შვილმოკლულმა მამებმა დღეს მიიღეს. მერიას ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგანგებო განცხადებით უპასუხეს. ორივე მათგანმა განაცხადა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას და აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები