24 აპრილი 2024,   16:47
ვრცლად
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა - შსს-მ 3 პირი დააკავა

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. მათი აყვანა ფონიჭალის დასახლებაში მოხდა.
დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სამი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები