19 აპრილი 2024,   12:54
ვრცლად
"თბილისის მერიის წერილს პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყვა" - კახა კალაძე

კახა კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის წერილს, რომელიც შვილმოკლულ მამებს გაეგზავნათ, არასწორი ინტერპრეტაცია და პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყვა.

დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დეკემბრის თვეში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს არავითარი კავშირი არ აქვს.

კახა კალაძის თქმით, მერიას არ აქვს არავითარი უფლებამოსილება, აუკრძალოს ან ნება დართოს აქციის მონაწილეებს, განათავსონ კარვები.

თბილისის მერმა „რუსთავი 2“ ტყუილის გავრცელებასა და დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

კახა კალაძემ "კურიერის" ჟურნალისტის შეკითხვა, რომელიც თამარ ჩუგოშვილის მიერ რუსთაველის გამზირზე განვითრებულ მოვლენებს ეხებოდა, უპასუხოდ დატოვა. ჩუგოშვილის თქმით, კარვების დადგმის უფლება კანონთან შესაბამისია და ის მოუწოდებდა შსს-ს და მერიას, რომ ეს ნორმა გაეთვალისწინებინათ.

"არც მერს და არც მერიას არ აქვს იმის უფლებამოსილება და პრეროგატივა, რომ დაუშვას ან აუკრძალოს კარვის გაშლა კონკრეტულ ადამიანებს. ძალიან სამწუხაროა, რასაც ჩვენ ვისმენდით თქვენი პარტიული ტელევიზიის ხელმძღვანელებისგან, სამარცხვინოს ვუწოდებ მათ განცხადებას. ცდილობდით, რომ სიცრუე მიგეწოდებინათ მთელი საღამოს განმავლობაში. კარგად იცით, რომ არჩევნები წაგებული გაქვთ და მცდელობა გაქვთ, დესტაბილიზაცია შემოიტანოთ ქვეყანაში. თუმცა „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად არანაირ დესტაბილიზაციას არ დაუშვებს. ქვეყანაში იქნება სიწყნარე. ვერც „რუსთავი 2“, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს ვერ შეუშლის ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას,“- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები