
არქეოლოგიური აღმოჩენა ეგვიპტეში - საჰარას რეგიონში სპეციალისტებმა მეხუთე დინასტიის ფარაონების სამარხებს მიაკვლიეს. დღემდე უცნობი 7 სამარხის შესწავლისას არქეოლოგებმა მუმიფიცირებული კატები იპოვეს, ასევე შინაური ცხოველების ხის მოოქროვილი ქანდაკებები და კატების ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება.
ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილია ორი სარკოფაგი, სადაც მოთავსებული იყო ხოჭოების მუმიები, რომლებსაც ძველ ეგვიპტეში ამულეტებად იყენებდნენ. ეგვიპტოლოგები ხოჭოების მუმიებს უნიკალურ ქმნილებად აფასებენ.
აღმოჩენა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500-2350 წლებით თარიღდება.
ფოტო - REUTERS.