19 აპრილი 2024,   13:02
ვრცლად
94 ადამიანი მონობაში - უკრაინაში დამნაშავეთა ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეცაა

უკრაინაში დამნაშავეთა ჯგუფი დააკავეს, რომლის წევრებიც ხალხს ანაზღაურების გარეშე, დღეში 13 საათს ამუშავებდნენ.

13 კაციან ჯგუფში ერთი საქართველოს მოქალაქეა. მასთან ერთად საქმეში მისი უკრაინელი მეუღლეც იყო ჩართული.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივ დაჯგუფებას მონობაში ჰყავდა 94 ადამიანი, რომლებსაც პასპორტები და ტელეფონები ჩამორთმეული ჰქონდათ. მათ ნაწილს საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე ოდესის ერთ-ერთ საწარმოში წლების განმავლობაში უფასოდ ამუშავებდა.

დამნაშავეების საქმიანობას სამართალდამცველები 4 თვე ადევნებდნენ თვალს. დაკავების ოპერაცია იმ დროს ჩატარდა, როდესაც ჯგუფის წევრებს ახალი მსხვერპლი სამუშაო ადგილზე გადაჰყავდათ.

დღის ამბები