20 აპრილი 2024,   18:36
ვრცლად
საბავშვო ბაღების დირექტორების გათავისუფლებას თბილისის მერიასა და ბაღების სააგენტოში პოლიტიკასთან არ აკავშირებენ

ბაღების გაერთიანებასა და თბილისის მერიაში  დირექტორების გათავისუფლებას არჩევნებს და პოლიტიკას არ უკავშირებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ საბავშვო ბაღებში გამოვლინდა კონკრეტული დარღვევები და სწორედ ამის საფუძველზე მოხდა ბაღის გამგეების სამსახურიდან გათავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 6 ბაღის დირექტორი იქნა გათავისუფლებული.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, კახა გვანცელაძე, მომხდარს ეხმიანება და საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.

„არავითარ კავშირში არ არის პოლიტიკურ პროცესებთან აღნიშნული რეაგირება. ჩვენ  არასოდეს არ ვპატიობთ ბავშვებთან ასეთ დამოკიდებულებას არცერთ თანამშრომელს, განსაკუთრებით დირექტორს, რამეთუ ბავშვების რაციონის დარღვევა, საკვები პროდუქტების მოპარვის მცდელობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც ცვლის მთლიანად გარემოს ბაღებში. აქედან გამომდინარე, მომავალშიც აუცილებლად განვახორციელებთ მკაცრ რეაგირებას,“ - განაცხადა გვანცელაძემ.

დღის ამბები