19 აპრილი 2024,   03:52
ვრცლად
სავარაუდო თვითმკვლელობა აბასთუმანში, რომელიც შესაძლოა, ოჯახურ ძალადობას უკავშირდებოდეს

სოფელ აბასთუმანში 31 წლის მარინა მამულაშვილი სასიკვდილოდ დაჭრილი სახლთან ახლოს იპოვეს. 26 ოქტომბრის საღამოს, როცა მარინა მამულაშვილის მეუღლე, შვილებთან, ძმასა და დედასთან ერთად სახლში იყო, დაახლოებით, 6 საათისთვის სანადირო თოფიდან გასროლის ხმა გაისმა. გარეთ გამოსულ ტაბატაძეებს ახალგაზრდა ქალი მუცელში დაჭრილი დახვდათ და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

სოფელში მალევე ალაპარაკდნენ, რა შეიძლებოდა გამხდარიყო საზარელი შეთხვევის მიზეზი. უმრავლესობა მომხდარს ოჯახში ძალადობის ფაქტებს უკავშირებს, მაგრამ საჯაროდ ამაზე საუბარს ერიდებიან.

კურიერს კონფიდენციალურმა წყარომ წერილობით მოუყვა ის სავარაუდო გარემოება, რამაც ახალგაზრდა თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. თუმცა, სოფელში მაინც სჯერათ, რომ 2 შვილის დედამ თავი მოიკლა. არგუმენტად კი წერილი მოჰყავთ, რომელიც პოლიციამ მარინა მამულაშვილის ქმრის სახლში ნახა.

ექსპერტიზას ჯერ არ დაუდასტურებია, რომ ნაწერი ნამდვილად გარდაცვლილს ეკუთვნის. მარინა მამულაშვილის მშობლები ამობენ, რომ არ იცოდნენ, თუ მათ შვილს ქმარი მუდმივად სცემდა.

შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე პოლიციამ ეჭვი გარდაცვლილის მეუღლეზე - ვახტანგ ტაბატაძეზე, მიიტანა და მალევე განყოფილებაში გადაიყვანა. მის წინააღმდეგ საჭირო მტკიცებულებები ვერ შეგროვდა და ხანგრძლივი გამოკითხვის შემდეგ ის გაათავისუფლეს.

ძალოვანი უწყება მისი დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. მამულაშვილის მეუღლე ახლა ბაღდათში ოჯახის ნათესავებთან იმყოფება.

დღის ამბები