19 აპრილი 2024,   07:46
ვრცლად
ცესკო-მდე არჩევნების თარიღი თბილისის მერმა დაასახელა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე არჩევნების თარიღი თბილისის მერმა დაასახელა. კახა კალაძის თქმით, 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაირკვევა. 

თბილისი მერი Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომელიც ორგანიზაციამ „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა და რომლის მიხედვით, მეორე ტურის წინ გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. მმართველი გუნდი კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.

„გაკეთებული იყო მიზანმიმართულად, რომ რეზოლუცია რომელიც გუშინ იქნა გაჟღერებული ევროპარლამენტში, ეს გადაეფარათ, თუმცა რამდენად გამოუვათ, ეს არ ვიცი. კვლევებს რაც შეეხება, ეს არის ჩვეულებრივი სიცრუე, საზოგადოების აზრზე მანიპულირება. ჩვენ თუ გადავხედავთ, ყველა წლების განმავლობაში, თუ როგორ ცხადდებოდა კვლევები, რა შედეგებს გვეუბნებოდნენ და აწვდიდნენ მოსახლეობას და რა შედეგებს ვიღებდით არჩევნების შემდეგ. იყო კვლევა გამოქვეყნებული თქვენ მიერ, ამ კომპანიის მიერ, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ მესამე ადგილზე იყო, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა, 28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა აღმოჩნდება,“- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დღის ამბები