18 აპრილი 2024,   17:17
ვრცლად
აშშ-ს სანქციები საუდის არაბეთის 17 მაღალჩინოსანს დაუწესდა

ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან კავშირის გამო, შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთის 17 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. მათ შორის პრინც მუჰამედ ბინ სალმანის თანაშემწეს, საუდის არაბეთის კონსულს სტამბოლში და იმ ჯგუფის წევრებსაც, რომლებიც ჟურნალისტის მკვლელობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ. მათ შეეზღუდათ შეერთებული შტატების ფინანსურ სისტემასთან წვდომა და გაეყინათ ანგარიშები.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში საკონსულოში შევიდა, სადაც მოკლეს. მისი ცხედარი კი დაანაწევრეს. საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ორი კვირის შემდეგ აღიარა, რომ ხაშოგი მოკლეს. ამ საქმეზე საუდელებმა 21 ადამიანი დააკავეს. 15 მათგანს ბრალი წაუყენეს. პროკურატურამ 5 ბრალდებულისთვის სასიკვდილო განაჩენის შეფარდება მოითხოვა.

დღის ამბები