18 აპრილი 2024,   09:37
ვრცლად
კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე, გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება - გარემოს დაცვის სამინისტრო

კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება - ამ განცხადებას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტების ჯგუფი ადგილზე იმყოფება და ზვავსაშიშროების მონიტორინგს ახორციელებს.

სპეციალისტების რეკომენდაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაში რეკომენდირებული არ არის. ამიტომ გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა ისევ აკრძალულია.

დღის ამბები