16 აპრილი 2024,   23:04
ვრცლად
მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია პრაღაში - პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა

ჩეხეთის დედაქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პრაღის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

ანდრეი ბაბიშსს თაღლითობასა და ევროკავშირის მოტყუებაში ადანაშაულებენ, თუმცა ის ბრალდებას უარყოფს და გადადგომაზე უარს ამბობს. 23 ნოემბერს, ბაბიშის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ პარლამენტში, ოპოზიცური პარტიების მოთხოვნით, კენჭისყრაც გაიმართება.

მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა ორგანიზატორებმა ხავერდის რევოლუციის 29-ე წლისთავს დაამთხვიეს.
 

დღის ამბები