25 აპრილი 2024,   12:08
ვრცლად
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

რუსეთის ელჩი პავლე კუზნეცოვი ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ჰელსინკიში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს  საპროტესტო ნოტა ნორვეგიაში ნატოს სამხედრო წვრთნების დროს მომხდარი ინციდენტის გამო გადასცეს.

საუბარია, თანამგზავრული ნავიგაციის სისტემის მუშაობის მწყობრიდან გამოსვლასა და თვითმფრინავების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაზე. ფინეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მომხდარის უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს და მომხდარის გამოძიება მოითხოვა. კრემლში ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.

დღის ამბები