19 აპრილი 2024,   00:13
ვრცლად
კრწანისის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს თემურ გორგაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კრწანისის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს თემურ გორგაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დღევანდელ პროცესზე გორგაძემ მოსამართლეს საბოლოო სიტყვით მიმართა  და კონკრეტული მაღალჩინოსნების ბრალეულობაზე ისაუბრა. მან მერის ყოფილი მოადგილე გიორგი ლილუაშვილი პირად ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა.

„მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელსაც სავარაუდოდ გავასაჩივრებთ. თავის საბოლოო სიტყვაში ბუნებრივია, დაასახელა სახელები და გვარები. ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, უცნობი იყო რა გვარების დასახელებას აპირებდა. კონკრეტულად დაასახელა გრიგოლ ლილუაშვილი, ეს არის დღეს სუს-ის ანტიკორუფციულის კურატორი. გრიგოლ ლილუაშვილს ჰქონდა პირადი ინტერესი, რათა პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოეშორებინა“ - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი თაღლითობის ბრალდებით 9 თვის წინ, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა. გამოძიების ინფორმაციით გორგაძე საკუთარი გავლენის გამოყენებით მოქალაქეს პატიმრის გათავისუფლებას ჰპირდებოდა და სანაცვლოდ სოლიდურ თანხას ითხოვდა.

თემურ გორგაძე  ბრალს არ აღიარებს და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

დღის ამბები