რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში მეხუთე თაობის გამანადგურებლის გამოყენების პირველი კადრები გაავრცელა.
სერგეი შოიგუს უწყების ცნობით, ფრენის დროს შეამოწმეს, თუ რამდენად გამართულია თვითმფრინავის სისტემა და როგორ მუშაობს სუ 57-ის ფუნქციები.
უწყებაში იმასაც ადასტურებენ, რომ გამანადგურებლებმა სირიაში 10 გაფრენა განახორციელეს, მათ შორის ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით. რუსეთის მეხუთე თაობის თვითმფრინავს ყველა ტიპის საჰაერო და სახმელეთო სამიზნის განადგურება შეუძლია.