19 აპრილი 2024,   10:17
ვრცლად
სარკინიგზო კატასტროფას ბარსელონასთან მსხვერპლი მოჰყვა

ბარსელონას მახლობლად სამგზავრო მატარებელი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 44 მგზავრი კი სხვადასხვა ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, კატასტროფა ძლიერი წვიმების შემდეგ მეწყერის ჩამოწოლამ და მაგისტრალის ნაწილის ჩახერგვამ გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

დღის ამბები