ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა ქაბულში. ტერორისტმა თავი რიტუალების სასახლესთან აიფეთქა, სადაც სასულიერო პირები მუჰამედ წინასწარმეტყველის დაბადების დღესთან დაკავშირებით შეხვედრას მართავდნენ.
ბოლო მონაცემით, დაიღუპა 40 ადამიანი, 60-ზე მეტი კი დაიჭრა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.