19 აპრილი 2024,   23:35
ვრცლად
ანჟეში 45 წლის კაცი დააკავეს, რომელიც ბენზინგასამართ სადგურთან ყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა

განგაში საფრანგეთში - სამართალდამცველებმა ქალაქ ანჟეში 45 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც ბენზინგასამართი სადგურის მახლონლად ყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა.

ის საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ საფრანგეთში მიმდინარე აქციების მონაწილე იყო და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრას ითხოვდა.

ძალოვანები დაკავებულთან მოლაპარაკებებს რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდნენ.

საწვავის გაძვირების გასაპროტესტებლად მასშტაბური აქცია პარიზში დღესაც გაიმართება.

დღის ამბები