20 აპრილი 2024,   05:25
ვრცლად
მელორ ვაჩნაძის აღსარება - "ქართული ოცნების" ყოფილმა მხარდამჭერმა საქართველო დატოვა

მელორ ვაჩნაძემ საქართველო წუხელ დატოვა. ქართული ოცნების ხელისუფლების ერთ-ერთი გამორჩეული დამცველი, ოჯახთან ერთად, ახლა ევროპაშია თავშესაფარს ეძებს. მისი მტკიცებით, ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება პოლიციის მხრიდან ზეწოლისა და ქვეყანაში არსებული უსამართლობის გამო მიიღო.

წასვლამდე მან ქართული ოცნების 6-წლიანი მმართველობის ბნელ მხარეებზე კურიერს ესაუბრა.

აღსარება მელორ ვაჩნაძემ ბოდიშით დაიწყო. პატიება მან საზოგადოების იმ ნაწილს სთხოვა, ვისი იმედებიც მისი დახმარებით 2012 წელს მოსულმა ხელისუფლებამ არ გაამართლა.

ვაჩნაძე ამტკიცებს, რომ აქვს ჩინოვნიკების მამხილებელი არაერთი მტკიცებულება, რომელსაც ეტაპობრივად გაასაჯაროებს.

მელორ ვაჩნაძე იმედგაცრუებულია, რადგან მისი თქმით, ხელისუფლება მოძალადე გახდა. ის ამტკიცებს, რომ 2013 წლიდან დღემდე რეჟიმის ძალადობის მსხვერპლი თვითონაც არაერთხელ იყო, თუმცა, ამაზე ღიად ქვეყნის ინტერესების გამო არ საუბრობდა.

მელორ ვაჩნაძის თქმით, საქართველოდან წასვლამდე რამდენიმე საათით ადრე ძველი თბილისის პოლიციის პირველ განყოფილებაში მისთვის იარაღის ჩადებას და დაკავებას აპირებდნენ.

მელორ ვაჩნაძის ინფორმაციის, იარაღის ჩადებამდე მის დაკავებას დანის გამო გეგმავდნენ. თუმცა ამტკიცებს, რომ ის დანა მისი არ იყო. მან კურიერს ჩანაწერიც გადმოსცა, სადაც კარგად ისმის, ვაჩნაძის თავისუფლებაზე როგორ მიდის ვაჭრობა.

მელორ ვაჩნაძე ხელისუფლების დაცვას აღარ აპირებს და პირიქით, გადაწყვეტილი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდის მხილება დაიწყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები