25 ოქტომბერი 2021,   03:03
ვრცლად
"კურიერის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო, გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის 3 მუხლით დაიწყო

კურიერის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო, გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის 3 მუხლით დაიწყო - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, სხვისი ნივთის დაზიანება და ოფისში უკანონო შეღწევის გამო.

ბოლო მუხლი, სავარაუდოდ, სწორედ რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფს ეხება, რომელსაც ნანა კაკაბაძემ და მისმა მომხრეებმა დააზიანეს ტელეკომპანიის აპარატურა და ოფისიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს ჟურნალისტი და ოპერატორი. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, საინფორმაციო ცენტრების ქსელის (ICN) რედაქტორი, გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ როდესაც სამართალდამცავი უწყებები დროულ რეაგირებას არ ახდენენ თავდასხმის ფაქტებზე, ეს ჟურნალისტთა სამუშაო გარემოს აუარესებს.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ ვნახეთ, რომ ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, გამოათრიეს ჟურნალისტები არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისიდან, რაც ორმაგად მიუღებელი და დაუშვებელია, იმიტომ, რომ საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია ფიგურირებს. კითხვები, რომელიც ჟურნალისტს ჰქონდა იყო ლეგიტიმური, ეს საკითხი ეხება არჩევნებს. ამ ორგანიზაციას საარჩევნოდ უბნებზე ჰყავდა მივლენილი ასობით და ათასობით დამკვირვებელია და ბუნებრივია, არამხოლოდ რუსთავი 2-ს, არამედ ყველას ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეძლო ამდენი რესურსის მობილიზება,“ - განაცხადა გელა მთივლიშვილმა.

საქმის ადეკვატურ და დროულ გამოძიებას მოითხოვს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელმაც დღეს საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები