24 აპრილი 2024,   15:06
ვრცლად
ნიკა რურუას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

ნიკა რურუას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და კულტურის ყოფილი მინისტრი საკუთარ სახლში გარდაცვლილი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა.

კურიერის  ინფორმაციით, ნიკა რურუას დედამ გამოიძახა სასწრაფო, თუმცა, ექიმებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

კულტურის ყოფილი მინისტრის სახლთან მისი მეგობრები იმყოფებიან. 

ნიკა რურუას პოლიტიკური კარიერა 2001 წლიდან იწყება. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ რურუა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკა რურუა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. დაინიშნა.

აგვისტოს ომის შემდეგ, ნიკა რურუა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, გორში სტალინის ძეგლის აღების ინიციატორი ოყო.

რურუას ინიციტივით დაარსდა საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი.

ამავე თემაზე
დღის ამბები