16 აპრილი 2024,   22:41
ვრცლად
ნიუ-იორკში შანელის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი შანელის ახალი კოლექციის ჩვენებას მასპინძლობდა.

კარლ ლაგერფილდმა აუდიტორიას საშემოდგომო სამოსი წარუდგინა. პოდიუმი  მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში იყო მოწყობილი, სადაც ანტიკური ეგვიპტური ქანდაკებები დგას. კოსტიუმებიც აგვიპტური ელემენტებით იყო გაფორმებული.

ჩვენებას ცნობილი მსახიობები და შანელის მოყვარული ვარსკვლავები ესწრებოდნენ. მათ შორის იმყოფებოდა პენელოპე კრუსი, სოფია კოპოლა, ჯულიანა მური და მარგო რობი.

დღის ამბები