23 აპრილი 2024,   23:34
ვრცლად
ვიდეომასალა რომელიც შესაძლოა, ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის სამართალდამცველებთან კავშირზე მიუთითებდეს - "კურიერის" ექსკლუზივი" 

„კურიერის“ ექსკლუზიური მასალა ახალციხიდან - შემთხვევა, რომელიც „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა, ახალციხეში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ გადაიღო, შესაძლოა, მკვლელობაში ბრალდებულის სამართალდამცველებთან კავშირზე მიუთითებდეს.

სოფელ ფოკაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალციხის სასამართლომ გალუსტ მკრტიჩიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებული, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ერთ-ერთ მანქანასთან შეჩერდა და იქ მყოფ პირს ელაპარაკებოდა.

„კურიერის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ, სამართალდამცველები, პატიმართან ერთად, ადგილიდან გაიქცნენ, უცნობმა პირმა კი საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. მან უარყო ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. შსს-ში კი ამბობენ, რომ ის მათი თანამშრომელია, რომელსაც სამართალდამცველებმა გარკვეული დოკუმენტაცია გადასცეს, თუმცა მას ხელში არაფერი ეჭირა. 

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ფოკაში, რასაც ვითარების უკიდურესად გამწვავება მოჰყვა, 3 დეკემბერს მოხდა.

გარდაცვლილის ადვოკატი მიუთითებს, რომ დაპირისპირება მკვლელობაში ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა კონფლიქტზე რეაგირება არ მოახდინეს.

გამოძიების ცნობით, გალუსტ მკრტჩიანმა საკუთარი მეგობარი, ხაჟიკ ტოროსიანი სოფელ ფოკას ცენტრში ჩაცხრილა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები