24 აპრილი 2024,   22:17
ვრცლად
სლოვაკეთიდან შპიონაჟში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატი გააძევეს

სლოვაკეთიდან რუსი დიპლომატი გააძევეს. მისი ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ დიპლომატი პერსონა ნონ გრატად 22 ნოემბერს გამოაცხადეს და ქვეყანა მიცემულ ვადაში - 48 საათში დატოვა. სლოვაკეთის პრემიერმა რუსი დიპლომატის გაძევების ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ის შპიონაჟში იყო ეჭვმიტანილი.

გავრცელებული ცნობით, დიპლომატი ნატოსა და სლოვაკეთზე საიდუმლო მონაცემებს აგროვებდა. ევროპაში ეს რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუშის გამოვლენის მეორე შემთხვეაა. ერთი თვის წინ ავსტრიაში გადამდგარი პოლკოვნიკი დააკავეს, რომელიც რუსებმა 1988 წელს ირანში გადაიბირეს. ის ავსტრიის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და შიდა სისტემებთან თავისუფალი წვდომის უფლებით სარგებლობდა.

დღის ამბები