25 აპრილი 2024,   10:40
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტმა პუტინს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აზოვის ზღვაში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ რამდენჯერმე ესაუბრა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს და დეტალების გარკვევას შეეცადა. თურქეთის ლიდერი ამბობს, რომ მან გადასცა ვლადიმერ პუტინს პეტრო პოროშენკოს პოზიცია და მეზღვაურების გათავისუფლება სთხოვა.

ერდოღანს იმედი აქვს, რომ რუსი კოლეგა მის თხოვნას დადებითად შეხვდება.

დღის ამბები