24 აპრილი 2024,   11:02
ვრცლად
გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა ანგელა მერკელის შემცვლელი აირჩია

გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა ანგელა მერკელის შემცვლელი აირჩია.

მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარე 56 წლის ანეგრეტ კრამპ კარენ-ბაუერი გახდა. ჰამბურგში გამართულ ყრილობაზე მას 999 დელეგატიდან 517 მიემხრო.

კენჭისყრის მეორე ტურში კარენ-ბაუერს კონკურენციას მილიარდერი იურისტი ფრედერიხ მერცი უწევდა, რომელმაც 35 ხმით ნაკლები მიიღო.

არჩევის შემდეგ კარენ-ბაუერმა თანაპარტიელებს პირველი სიტყვითაც მიმართა და ერთიანობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

ანგელა მერკელს მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტი 18 წელი ეკავა. ის კანცლერის თანამდებობას 2021 წლამდე შეინარჩუნებს.

დღის ამბები