25 აპრილი 2024,   04:40
ვრცლად
"ჩლუნგი და ზარმაცი" - დონალდ ტრამპი რექს ტილერსონის კრიტიკას კრიტიკით პასუხობს

დონალდ ტრამპი რექს ტილერსონის კრიტიკას კრიტიკით პასუხობს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს "ჩლუნგი" და "ზარმაცი" უწოდა.

„სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, შესანიშნავად მუშაობს, ვამაყობ მისით. მის წინამორბედს რექს ტილერსონს საჭირო გონებრივი შესაძლებლობები არ ჰყოფნიდა. ჩლუნგი იყო და მისგან თავის დაღწევა საკმარისად სწრაფად ვერ შევძელი. ასევე ჯოჯოხეთურად ზარმაცი იყო,“ - დაწერა ტრამპმა ტვიტერის ქსელში.

თავად რექს ტილერსონმა ჰიუსტონში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი "არადისციპლინირებულ ადამიანად" მოიხსენია და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამს კითხვა არ უყვარს და ხშირად ინსტინქტურად მოქმედებს. 

დღის ამბები