16 აპრილი 2024,   23:19
ვრცლად
პარიზში "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქცია დაიწყო - უკვე დაკავებულია 34 ადამიანი, თუმცა, აქცია ჯერჯერობით მშვიდად მიმდინარეობს

პარიზში "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქცია დაიწყო. საფრანგეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანია შეკრებილი. აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა დიდ ქალაქში იმართება.  

უსაფრთხოებისთვის მხოლოდ პარიზის ცენტრში 8 000 ოფიცერი და 12 ჯავშანტექნიკა განთავსდა. აქციის დაწყებამდე, მინიმუმ, 34 ადამიანი დაკავეს, მაგრამ ძალადობა არ ყოფილა.

"ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის პროტესტი სამი კვირის წინ დაიწყო საწვავზე გაზრდილი გადასახადის დაწესების გამო. თუმცა, საფრანგეთის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ეს გადასახადი 2019 წლისთვის არ ამოქმედდება. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები