24 აპრილი 2024,   08:43
ვრცლად
პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, 127 ადამიანი კი დააპატიმრეს

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე სამართალდამცველებმა 127 ადამიანი დააპატიმრეს.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ამ ეტაპზე პოლიციელებსა და მანიფესტანტებს შორის მასშტაბურ შეტაკებებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, პოლიციამ მანიფესტანტების ჯგუფის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პარიზის გარდა, აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა დიდ ქალაქში იმართება.  

უსაფრთხოებისთვის მხოლოდ პარიზის ცენტრში 8 000 ოფიცერი და 12 ჯავშანტექნიკა განთავსდა.

"ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის პროტესტი სამი კვირის წინ დაიწყო საწვავზე გაზრდილი გადასახადის დაწესების გამო. თუმცა, საფრანგეთის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ეს გადასახადი 2019 წლისთვის არ ამოქმედდება. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები