18 აპრილი 2024,   08:29
ვრცლად
1500-ზე მეტი დაკავებული და ათობით დაშავებული - არეულობის შედეგი საფრანგეთში

1500-ზე მეტი დაკავებული და ათობით დაშავებული. ასეთია საფრანგეთში მომხდარი არეულობის შედეგი. პარიზის ქუჩებში გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

მომიტინგეებმა დაარბიეს შენობები, დაწვეს ავტომობილები და ბარიკადები. პოლიციამ მათ წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიცია ვითარებას სრულად აკონტროლებს და არეულობის პროვოცირებაში რადიკალურ ძალებს ადანაშაულებს.

სიტუაციის დარეგულირების მიზნით, საფრანგეთის ხელისუფლება მორიგ დათმობებს აანონსებს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ერთიანობის აღდგენის მიზნით და მომიტინგეებს დიალოგის დაწყება შესთავაზა.
 

დღის ამბები