16 აპრილი 2024,   21:16
ვრცლად
დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის აპარატის უფროსი შეცვალა

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის აპარატის უფროსი შეცვალა. ჯონ კელი თანამდებობას წლის ბოლოს დატოვებს. განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვინ შეცვლის კელის ამ თანამდებობაზე.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გადამდგარი გენერალი შესანიშნავ პიროვნებად მოიხსენია. მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის აპარატის უფროსი მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. წყაროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ პრეზიდენტი ჯონ კელის მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც აპარატის უფროსმა რუსული კავშირების საქმეზე, რობერტ მალერს ჩვენება მისცა.

 

დღის ამბები