25 აპრილი 2024,   21:32
ვრცლად
ემანუელ მაკრონის ანტიკრიზისული გეგმის მიუხედავად, საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

ემანუელ მაკრონის ანტიკრიზისული გეგმის მიუხედავად, საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ქვეყნის დიდ ქალაქებში დემონსტრაციებს სტუდენტები მართავენ.

ახალგაზრდები მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ.

მომიტინგეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ანტიკრიზისული გეგმა მხოლოდ მშრომელ ხალხს შეეხო და არ ითვალისწინებს არც სტუდენტების, არც დაუსაქმებელი მოსახლეობის და არც ხანდაზმულების კეთილდღეობას.

ორკვირიანი არეულობის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა პირველად მიმართა მოსახლეობას და ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ემანუელ მაკრონმა ყვითელი ჟილეტების აქტივისტების მოთხოვნებს "სამართლიანი" უწოდა. მან მინიმალური ხელფასის 100 ევროთი გაზრდა დააანონსა და განაცხადა, რომ ზეგანაკვეთური ანაზღაურება და პრემიები აღარ დაიბეგრება.

დღის ამბები