20 აპრილი 2024,   17:16
ვრცლად
ბრიტანეთის პარლამენტი ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადებას კენჭს უყრის

ბრიტანეთის პარლამენტი ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადებას კენჭს უყრის. შესაბამისი ინიციატივა დღის წესრიგში კონსერვატორებმა დააყენეს. კენჭისყრამდე კი თემთა პალატაში დებატები გაიმართა.

პრემიერ-მინისტრი ოპონენტების შეკითხვებს პასუხობდა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე საყოველთაო არჩევნების ჩატარება ქვეყნის ინტერესებში არ შედის. უკვე ასახელებენ მის სავარაუდო შემცვლელებს, კანდიდატებს შორის არიან მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი წინამორბედი და ლონდონის მერიც.

თემთა პალატაში ფარული კენჭისყრა ლონდონის დროით 6-დან 10 საათამდე შუალედში იგეგმება. ევროკავშირმა კი უკვე დაიწყო ალტერნატიული სცენარის მომზადება, რომელიც ორგანიზაციიდან ბრიტანეთის გასვლას გარიგების დადების გარეშე გულისხმობს. შესაბამისი წერილით ლიდერებს დონალდ ტუსკმა დღეს მიმართა.

დღის ამბები