19 აპრილი 2024,   04:51
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ახლო აღმოსავლეთში თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. პალესტინის დედაქალაქთან ახლოს მდებარე ებრაულ დასახლებაში პალესტინელმა მამაკაცმა ცეცხლი ავტობუსის გაჩერების მიმართულებით გახსნა.

ისრაელის ორი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. სროლის შემდეგ თავდამსხმელი მიიმალა.

პარალელურად, ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა ორი პალესტინელი მოკლეს. ორივე სხვადასხვა დროს მომხდარ თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. დღევანდელი თავდასხმის გამო ისრაელის არმიამ პალესტინელების დედაქალაქის, რამალის ყველა შესასვლელი გადაკეტა.

სამხედროები პალესტინელ თავდამსხმელს ეძებენ.


დღის ამბები