16 აპრილი 2024,   21:56
ვრცლად
შეერთებულ შტატებში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა მარია ბუტინამ დანაშაული აღიარა

შეერთებულ შტატებში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა მარია ბუტინამ დანაშაული აღიარა. მან ვაშინგტონის სასამართლოში აღიარა, რომ კრემლის აგენტია და 2015 წლიდან დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობდა.

პროკურორების განცხადებით, მარია ბუტინა წლების განმავლობაში ინფორმაციას კრემლის მაღალჩინოსნებს აწვდიდა. ბრალდებულს 5 წლიანი პატიმრობა და 250 ათასი დოლარის ჯარიმის გადახდა ემუქრება, თუმცა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ბუტინა გამოძიებასთან თანამშრომლობს, რამაც შესაძლოა სასჯელი შეუმსუბუქოს.

ბრალის აღიარებას უკვე გამოეხმაურა მოსკოვი. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბუტინას ციხეში აწამებენ და ჯაშუშობის ბრალდება, მან მხოლოდ თავის დაღწევის მიზნით აღიარა. 

დღის ამბები