19 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
შსს-მ თბილისში 1 პირი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ჰ. მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ჰ.მ.-ს მიერ გაყიდული 5 შეკვრა „ჰეროინი“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები