19 აპრილი 2024,   03:35
ვრცლად
შსს-მ ბათუმში ტრანსგენდერ ქალზე ძალადობისთვის 1 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად 1990 წ. დაბადებული გ.ჩ. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში ღამის საათებში ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე გ.ჩ-მ, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, ა.მ-ს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები