19 აპრილი 2024,   01:15
ვრცლად
დაავადებთა კონტროლის ცენტრში უოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის 125 წლის იუბილე აღინიშნა

დაავადებთა კონტროლის ცენტრში უოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის 125 წლის იუბილე აღინიშნა. კვლევითი ინსტიტუტი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყველაზე დიდი ბიოსამედიცინო კვლევით ლაბორატორიას წარმოადგენს.

ლაბორატორიები მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ახორციელებენ კვლევებს ინფექციური დაავადებების მიმართულებით.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აშშ-ს როლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების საკითხში განუსაზღვრელია.

„საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების საკითხში განუსაზღვრელია ამერიკის შეერთებული შტატების როლი ბოლო 15 წლის განმავლობაში, როდესაც მათი მხარდაჭერით შეიქმნა ერთიანი ლაბორატორიული სისტემა, სადაც მთავარი ლაბორატორიაა რეფერალური, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გახლავთ წამყვანი და მთელი ეს სისტემა, სადაც 22 ლაბორატორია შედის, მუშაობს ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძე.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში აცხადებს, რომ უოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი დიდ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ.

 

დღის ამბები