24 აპრილი 2024,   13:52
ვრცლად
სამაშველო ოპერაცია ბრიტანეთში - მაშველები მეჩეჩზე გაჭედილი სატვირთო ხომალდის ზღვაში დაბრუნებას ცდილობენ

ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ბრიტანეთის სანაპიროზე, სადაც რუსული სატვირთო ხომალდი მეჩეჩს წამოედო.

შემთხვევა კორნოულის სანაპიროზე მოხდა. სატვირთო გემი შტორმში მოჰყვა, რის შემდეგაც ძლიერმა ღელვამ ის ნაპირზე გამორიყა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე ტვირთი არ არის. იქ მხოლოდ ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფება. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.

დიდი ბრიტანეთის სანაპირო დაცვის სამსახურის ცნობით, მეზღვაურების ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა დაზიანება აქვს ხომალდს.

მაშველები მიქცევას ელოდებიან, რომ რუსული გემი ზღვაში გაიყვანონ.

დღის ამბები