
თურქეთის სანაპიროსთან შტორმის გამო სატვირთო გემი მეჩეჩზე შეჯდა. ინციდენტი სტამბოლის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ სილესთან მოხდა.
ეკიპაჟის წევრები მაშველებმა ბორტიდან ვერტმფრენებით გამოიყვანეს. ძლიერი ქარისა და ტალღების გამო ოპერაცია გართულდა, თუმცა უმსხვერპლოდ დასრულდა.