18 აპრილი 2024,   09:59
ვრცლად
ორი წელი ბერლინის ტერაქტიდან - გერმანიაში გარდაცვლილებს იხსენებენ

გერმანიაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ. ორი წელი გავიდა მას შემდეგ რაც სატვირთო მანქანა, რომელსაც ტერორისტი მართავდა, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე შეიჭრა და ხალხს გადაუარა.

2016 წლის 19 დეკემბერს თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ უცხოელი ტურისტებიც.

დაღუპულთა ნათესავები დღეს ბერლინში სპეციალურად ჩავიდნენ და სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს. ტერაქტის შედეგად დაღუპულებს პატივი ბერლინის მერმაც მიაგო.

დღის ამბები