25 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
რაც მართლმადიდებლურ სამყაროში ხდება წარმოუდგენელია... ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევა ეკლესიურ ცხოვრებაში - პუტინი 

ვლადიმერ პუტინი 3 საათი და 40 წუთი პასუხობდა ჟურნალისტების კითხვებს. წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ილაპარაკა ბირთვულ საფრთხეზე, სანქციებზე, ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტზე და ტრამპის გადაწყვეტილებაზე სიირიდან ჯარის გაყვანის შესახებ.

ბირთვული ომის საფრთხესთან დაკავშირებით რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ატომური იარაღის გამოყენებისთვის ბარიერი მცირდება.

მისივე შეფასებით, სარაკეტო შეთანხმებიდან ამერიკელების გასვლის შემდეგ რუსეთი იძულებული გახდა თავისი შეიარაღების მოდერნიზება განეხორციელებინა.

შეკითხვა პრეზიდენტს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზეც დაუსვეს. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ახლა ეკლესია მთლიანად სტამბოლის პატრიარქზე და ვაშინგტონის კარნახზე იქნება დამოკიდებული.

„რაც ახლა ხდება მართლმადიდებლურ სამყაროში წარმოუდგენელია. ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევა ეკლესიურ ცხოვრებაში. მსგავსი რომ არ ყოფილა საბჭოთა კავშირის დროს. სამწუხაროდ ახლა ეს უკრაინაში ხდება. შექმნეს სტამბოლის მრევლის გაერთიანებული და განხეთქილების გამომწვევი ეკლესია. არ მოსწონთ მოსკოვის მრევლი, ახლა ეყოლებათ სტამბოლის. მოსკოვის საპატრიარქო უკრაინაში სრულიად დამოუკიდებელი იყო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან. თვითონ ირჩევდნენ მაღალი სასულიერო იერარქიის პირებს. ერთადერთი კავშირი, რაც ჰქონდათ სულიერი იყო. ახლა სრულიად დამოკიდებული იქნება სტამბოლის პატრიარქზე და კარნახზე ვაშინგტონიდან.“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

დღის ამბები