24 იანვარი 2022,   07:45
ვრცლად
ჩხუბი რადაში - ტრიბუნიდან ვიქტორ მედვედჩუკის საწინააღმდეგო პლაკატის ჩამოხსნას დაპირისპირება მოჰყვა

ჩხუბი უკრაინის პარლამენტში - დეპუტატებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერმა ნესტორ შუფრიჩმა ტრიბუნიდან ვიქტორ მედვედჩუკის საწინააღმდეგო პლაკატი ჩამოხსნა.

პლაკატზე გაკეთებული იყო წარწერა. რომ მედვედჩუკი პუტინის აგენტია და უნდა გასამართლდეს. პლაკატი მეორე დეპუტატის ხელში აღმოჩნდა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

დაპირისპირებას კი წინ უძღოდა კენჭისყრა. რადამ დოკუმენტი მიიღო, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ უკრაინულ ეკლესიას სახელის შეცვლას ავალდებულებს.

მან ასევე უნდა მიუთითოს საბუთებში, რომ იმ ეკლესიის შემადგენლობაშია, რომლის ცენტრიც აგრესორ ქვეყანაში მდებარეობს. ჩხუბის გამო სხდომაზე სპიკერმა შესვენება გამოაცხადა.

დღის ამბები