25 აპრილი 2024,   22:56
ვრცლად
ზუგდიდში თხილის ქარხანა დააყაჩაღეს - თავდამსხმელები მენეჯერს სასტიკად გაუსწორდნენ

ზუგდიდში თხილის ქარხანა დააყაჩაღეს. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია 50 ათასი ლარი. 

არსებული ინფორმაციით, დაყაჩაღების მიზნით შესული პირები სასტიკად გაუსწორდნენ მენეჯერს, რომელიც ამ დროისთვის გადაყვანილია საავადმყოფოში. დაშავებული მენეჯერის მდგომაროება მძიმეა. მას თავის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული.

როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ქარხნის ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს. 

„თურალ გრუპის“ ქარხანა ზუგდიდში თხილის ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა.

დღის ამბები